Tuesday, July 10, 2018

ჩემი პირველი ჩანაწერი ბლოგზე



   ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გაკვეთილზე შესაძლებელი ხდება მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდება, ცნებების ადვილად გაგება, ამასთანავე იზრდება სწავლის მოტივაცია, ინტერესი და ჩართულობა,ისტ-ი ხელს უწყობს .როგორც მასწავლებელსა და კლასს შორის, ასევე თვით მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას. სასწავლო შინაარსით დატვირთული ელექტრონული რესურსების შექმნა და მათი გამოყენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე. ელექტრონული რესურსებით გამდიდრებული გაკვეთილი სახალისოს ხდის სწავლის პროცესს, რაც აუცილებელია დაწყებით საფეხურზე სწავლების ისეთი მთავარი ამოცანის გადასაჭრელად, როგორიცაა მოსწავლეთა ინტერესის სტიმულირება, რათა მოსწავლეებს შეუყვარდეთ სწავლის პროცესი.